863 წლის 5 იანვარი, გურია. ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური. აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე. ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში გარდაეცვალა მშობლები. სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა“ ერცხვინებოდათ... 7 წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში „საგარეო ტანსაცმლით“ პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!