მოგესალმები სტუმარი
Мой сайт
მთავარი » სურათები

863 წლის 5 იანვარი, გურია. ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური.
აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე.
ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში გარდაეცვალა მშობლები.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა“ ერცხვინებოდათ...
7 წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში „საგარეო ტანსაცმლით“ პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1490 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-03 | კომენტარი (2)


ფარნავაზი — იბერიის პირველი მეფე. ძვ. წ. III საუკუნეში. მას ტრადიციისამებრ უკავშირებენ ქართული დამწერლობის შექმნას.

ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ. წ. 329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა.

დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 7033 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-03 | კომენტარი (18)

[img]„მოამბე“, ქართული ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში, 1894 წლის იანვრიდან 1905 წლის ნოემბრამდე; ლიბერალურ-ეროვნული მიმართულების ორგანო. რედაქტორი — ა. ჭყონია; გამომცემლები — ნ. ღოღობერიძე (1894), ა. ჯაფარიძე (1895-1905). „მოამბეში“ თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ე. ნინოშვილი, ა. ერისთავი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ნ. ხიზანიშვილი, ა. ყიფშიძე, ა. ხახანაშვილი, ი. გოგებაშვილი, ლ. ბოცვაძე, ვლადიმერ აღნიაშვილი და სხვები.[/img]
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1239 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-03 | კომენტარი (0)


ჩრდილოეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთი ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებია: კანადა, აშშ, მექსიკა
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1251 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-03 | კომენტარი (0)


ნგლისი (ინგლ. England, გვიანდელი ლათინური Anglia) არის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი, მისი ისტორიული ბირთვი. სახელწოდება ანგლები ძველგერმანული ტომებისაგან მომდინარეობს. ტერმინი „ინგლისი“ ხშირად მთელი ბრიტანეთის მნიშვნელობით იხმარება.

ფართობი — 131 ათასი (სახელმწიფო ტერიტორიის 54%).
მოსახლეობა — 49,3 მლნ.
ქალაქები (ათ.) — ლონდონი, ბირმინგემი, ლიდსი, შეფილდი, ბრედფორდი, ლივერპული, მანჩესტერი, ბრისტოლი.

ინგლისი ადმინისტრაციულად იყოფა 39 საგრაფოდ და 7 მეტროპოლიურ საგრაფოდ: დიდი ლონდონი (ცენტრი ლონდონი), დიდი მანჩესტერი (მანჩესტერი), მერსისაიდი (ლივერპული), სამხრეთ იორკშირი (დონკასტერი), თაინი და ვეირი (ნიუკასლი), დასავლეთ მიდლენდი (ბირმინგემი), დასავლეთ იორკშირი (ლიდსი).

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1058 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-03 | კომენტარი (0)

]
კასპიის ზღვა (ზოგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა, ზოგან — გურგენის ზღვა) — ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან; მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია
კატეგორია: სურათები | ნანახია: 2735 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (1)


სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

სულხან-საბა ორბელიანის დედ-მამა, ტანძია

ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო დ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1328 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ I-მა, ჩანს, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეტს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. ამ რეორგანიზაციას აშკარად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ I-მა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, უფრო მეტად დაუქვემდებარა იგი სამეფო ხელისუფლებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1651 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (5)


ოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1972, თბილისი, საქართველო) - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლევანტეს ყოფილი ფეხბურთელი. მანამდე იგი თამაშობდა თბილისის დინამოში, ტრაბზონსპორში, ამსტერდამის აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარიში . თითეულ ამ კლუბში მას მინიმუმ ერთხელ დამთავრებული აქვს სეზონი საუკეთესო ბომბარდირის რანგში. იგი რეგულარულად თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით არველაძე ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა არველაძე მეორეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის, ჰენრიკ ლარსონის რეკორდის გაუმჯობესებამდე მას მხოლოდ 3 გოლი აკლია, შოთა არველაძე ასევე 2007 წლის ფეხბურთელად აღიარეს საქართველოში.
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1043 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX სა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1139 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

1 2 3 4 5 »

Create a free website with uCoz Живые обои