[img]„მოამბე“, ქართული ყოველთვიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში, 1894 წლის იანვრიდან 1905 წლის ნოემბრამდე; ლიბერალურ-ეროვნული მიმართულების ორგანო. რედაქტორი — ა. ჭყონია; გამომცემლები — ნ. ღოღობერიძე (1894), ა. ჯაფარიძე (1895-1905). „მოამბეში“ თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. ყაზბეგი, ე. ნინოშვილი, ა. ერისთავი, ი. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ნ. ხიზანიშვილი, ა. ყიფშიძე, ა. ხახანაშვილი, ი. გოგებაშვილი, ლ. ბოცვაძე, ვლადიმერ აღნიაშვილი და სხვები.[/img]
კატეგორია: სურათები |
ნანახია: 1240 |
დაამატა: ikaikako
| რეიტინგი: 0.0/0 |