] კასპიის ზღვა (ზოგან მოიხსენიება როგორც დარუბანდის ზღვა, ზოგან — გურგენის ზღვა) — ხმელეთშუა მოქცეული ენდორეული ზღვაა ევრაზიაში, აზიისა და ევროპის გასაყართან; მსოფლიოს უდიდესი ხმელეთს შორის მოქცეული წყლის აუზი; მისი ფართობია 371.000 კმ², მაქსიმალური სიღრმე 1025 მ. შესაბამისად მას ზღვისა და ტბისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მას ხშირად ასევე მსოფლიოს უდიდეს ტბადაც მოიხსენიებენ, თუმცა იგი მტკნარი არ არის. მისი მარილიანობა დაახ. 1,2 % შეადგენს, რაც ზღვის წყლის მარილიანობის მესამედია
|
სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა. სულხან-საბა ორბელიანის დედ-მამა, ტანძია ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
იღვწოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდველი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური სამზადისი ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგ I-ს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებში, რ-თაც მხარს უჭერდნენ ირანელები. პირველი იერიში ვახტანგ I-მა ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ამავე დროს შექმნა ახალი საეპოსკოპოსოები და შეცვალა ზოგი ძველი ეპისკოპოსი. განსაკუთრებული ყურადღება ვახტანგ I-მა, ჩანს, სამეფო დომენს (კახეთ-კუხეთ-ჰერეტს) მიაქცია, სადაც 5 ახალი ეპისკოპოსი დაანიშნინა. ამ რეორგანიზაციას აშკარად პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: ვახტანგ I-მა ეკლესიიდან განდევნა თავისი მოწინააღმდეგები, უფრო მეტად დაუქვემდებარა იგი სამეფო ხელისუფლებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოთა არველაძე (დ. 22 თებერვალი, 1972, თბილისი, საქართველო) - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლევანტეს ყოფილი ფეხბურთელი. მანამდე იგი თამაშობდა თბილისის დინამოში, ტრაბზონსპორში, ამსტერდამის აიაქსში, გლაზგოს რეინჯერსში და ალკმაარიში . თითეულ ამ კლუბში მას მინიმუმ ერთხელ დამთავრებული აქვს სეზონი საუკეთესო ბომბარდირის რანგში. იგი რეგულარულად თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. ნაკრებში გატანილი გოლების მიხედვით არველაძე ყველა დროის ქართველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესოა. შოთა არველაძე მეორეა ევროპაში უეფას თასის ყველა დროის ბომბარდირთა შორის, ჰენრიკ ლარსონის რეკორდის გაუმჯობესებამდე მას მხოლოდ 3 გოლი აკლია, შოთა არველაძე ასევე 2007 წლის ფეხბურთელად აღიარეს საქართველოში.
|
1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 - 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 - 81) და ანტვერპენის (1885 - 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში ("გლეხის ქალი", 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები", ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX სა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე. ისტორია [რედაქტირება] წარმოშობა [რედაქტირება] ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვესტა (4 Vesta) — ასტეროიდთა სარტყელის ერთ-ერთი უმსხვილესი ასტეროიდი. მასით მეორე და ზომით მესამე ასტეროიდი პალადისა და ცერერას შემდეგ. ეს ასევე ყველაზე კაშკაშა ასტეროიდია და ერთადერთი, რომელზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. აღმოაჩინა 1807 წლის 29 მარტს ჰენრიხ ვილჰელმ ოლბერსმა და კარლ გაუსის წინადადებით ფუძისა და სახლის ძველრომაული ქალღმერთის ვესტას სახელი დაერქვა.
|
433 ეროსი — დედამიწის მახლობლად მდებარე აღმოჩენილი პირველი ასტეროიდი. აღმოაჩინა 1898 წელს გერმანელმა ასტრონომმა კარლ ვიტმა და ბერძნული მითოლოგიით სიყვარულის ღმერთის სახელი ქვია. ამ S-ტიპის ასტეროიდის ზომაა 13x13x33 კმ და სიდიდით მეორე დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდია 1036 განიმედეს შემდეგ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს პირველი ასტეროიდი იყო, რომელიც მარსის ორბიტას მიუახლოვდა. ასევე მიიჩნევენ, რომ ეს ასტეროიდი აღემატება სიდიდით იმ ასტეროიდს, რომელმაც ჩიკხულუბის კრატერი წარმოქმნა იუკატანში, და რომელსაც დინოზავრების ამოწყდომას მიაწერენ.
|
ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია. ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ივრცეში მზე ყველა მიმართულებით რადიალურად გამოასხივებს დიდ ენერგიას:4×10³³ ერგს წამში. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის ყოველი კვადრატული მეტრი 84 000 ცხენის ძალას გამოყოფს. ოღონდ დედამიწაზე მოდის გამოყოფილი ენერგიის მხოლოდ 1:2 000 000 000 ნაწილი. მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 6000 გრადუსია ხოლო შინაგანი 10 მილიონი გრადუსია(ეს მხოლოდ მოსაზრებაა). , მზის დაბნელება მზის გვირგვინი [რედაქტირება] ქრომოსფეროს ზემოდან აკრავს მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, ე.წ მზის კორონა (გვირგვინი). იგი მეტად გაიშვიათებული გარემოა გა ვრცელდება რამდენიმე მლნ კმ-ის სიმაღლეზე. მას არ ააქვს მკვეთრი ზედა საზღვარი. სუსტი ნათების გამო, არც კორონა მოჩანს ჩვეულებრივ პირობებში ცის კაშკაშა ფონზე. ამიტომ აქამდე მას მხოლოდ მზის სრულ დაბნელებათა დროს შეისწავლიდნენ. მაგრამ ამჟამად კორონის შესასწავლად ტელესკოპებს იყენებენ.კორონა არ არის მკვეთრად გამოყოფილი და სიმეტრი
...
კითხვის გაგრძელება »
|
დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა. XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით. დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით [რე
...
კითხვის გაგრძელება »
|
დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დი
...
კითხვის გაგრძელება »
|
სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ). გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ: ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის); ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები); სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს; შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ). სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭ
...
კითხვის გაგრძელება »
|
კახეთი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტ
...
კითხვის გაგრძელება »
|
რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით. სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა [რედაქტირება] ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში,
...
კითხვის გაგრძელება »
|
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით. სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა [რედაქტირება] ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში,
...
კითხვის გაგრძელება »
|
დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“. 1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
|
[img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4c/David_the_Builder's_grave.jpg/250px-David_the_Builder's_grave.jpg[/img] დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს. მეფობა [რედაქტირება] დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა, და ხარატასთვის დაუწერელი 10–იანი . გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა. რეფორმები [რედაქტირება] სახელისუფლო: დავით IV ებრძოდა სახელმწ
...
კითხვის გაგრძელება »
|
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა, მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა: იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში! შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა; თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
|
დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულვილში, არც სიყვარულში. დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას, და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი. ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ არ მომიხრია ამაყი თავი. ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ, გვიან შევიტყე ეს ცდომილება; ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ არც მეცინება, არც მეტირება. დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულვილში, არც სიყვარულში!
|
ოჰან გეორგ ლეოპლდ მოცარტი (გერმ. Leopold Mozart; დ. 14 ნოემბერი 1719, აუგსბურგი — გ. 28 მაისი, 1787) ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი, ავტორი ვიოლინოზე სწავლის წიგნის „Versuch einer gründlichen Violinschule“. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა და მასწავლებელი. დიდი გავლენა იქონია მის მუსიკალურ განვითარებაზე. ბიოგრაფია [რედაქტირება] ლეოპოლდ მოცარტი დაიბადა წიგნების მკინძავის ოჯახში. იყო იოჰან გეორგ მოცარტის (1679-1736), და მისი მეორე ცოლის - ანა მარია სულზერის (1696-1766) ოჯახში. სწავლობდა თეოლოგიას ზალცბურგის ინსტიტუტში, თუმცა ყოველთვის იტაცებდა მუსიკა და 1740 წელს გახდა პროფესიონალი მევიოლინე. ოჯახი [რედაქტირება] ანა მარია პერტლ მოცარტი, ლეოპოლდის ცოლი 1747 წელს დაქორწინდა ანა მარია პერტლზე. მათ ეყოლათ 7 ბავშვი რომლიდანაც მხოლოდ 2 დარჩა ცოცხალი: მარია ანა ვალბურგა იგნატია მოცარტი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ორივ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა. რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
საქართველოს რუქა თამარის მეფობის პერიოდში თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III - მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III - მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო. თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით. ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ე
...
კითხვის გაგრძელება »
|
[/c] ჯვეშ ეგვიპტურ, იგივე კოპტურ ნინას ქიანას ჯოხოდჷ კემე, ნამუთ მარგალურო ითარგმნუ მუჭო უჩა დიხა. ქიანაშ გვერდ ჭითა დიხა რდჷ. მუჭოთ ფთქვითი, ჯვეშ ეგვიპტეშ ნანანოღა მემფის რდჷ, მარა ეგვიპტელეფ თე ქალაქის ჰიკუპტას უძახუდეს. (ჰეტ-კა-პტაჰ - მარგალურო ნიშნენს კაპტაჰიშ ჸუდეს). ხოლო უკულ ბერძნეფ თე სახელს - ჰიკაპტას თელ ქიანას უძახუდეს დო თი დღაშე ჯოხო ”ეგვიპტე”. [edit] გეოგრაფია ჯვეშ ეგვიპტეშ რუკა ჯვეშ ეგვიპტე აფრიკაშ ოორუე-ბჟაიოლ თიას მილარედჷ,ასეიან ეგვიპტიშ არაბულ რესპუბლიკაშ ტერიტორიას. ოორუეშე მუჭოთ ასე, უხურგუნდჷ დიხაშკა ზღვა, ბჟადალით ლიბიაშ ტიოზი, ბჟაიოლით ჭითა ზღვა დო სამხრეთიშე წყარმალჷ ნილოსიშ ჭორომეფ. ნილოს რე ეგვიპტეშ ართ უდიდაშ წყარმალჷ. თენა სამხრეთიშე ოორუეშა მეურს დო დიხაშკა ზღვას მითმიაძინუ. ბოლოს, სოდე თინა ზღვას ეერთებუ უღჷ შკვით ნოველა. თე ნოველეფ ბერძნეფიშ აზრით მუნეფიშ დელტას გუდჷ, ათეშე
...
კითხვის გაგრძელება »
| |