დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი; რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან, გულწრფელობითა და სიმართლითა, მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა: იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში! შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა; თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.
კატეგორია: სურათები |
ნანახია: 791 |
დაამატა: ikaikako
| რეიტინგი: 0.0/0 |