მოგესალმები სტუმარი
Мой сайт
მთავარი » სურათები

ქალაქის სახელი „ბათუმი“ მოდის ბერძნული სიტყვიდან - „ბათუსი“ (Bathus), რაც ღრმას ნიშნავს. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის IV ს-ის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. ამ სახელით მხოლოდ მდინარეს იხსენიებენ მომდევნო ხანის რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი და ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე.
ისტორია [რედაქტირება]
წარმოშობა [რედაქტირება]

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდ. ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (გორა, სადაც VI საუკუნეში ციხე აიგო, რომელსაც მოსახლეობა დღეს "თამარის ციხეს" უწოდებს) ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ანტიკურ ხანაში აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული ს ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 890 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


ვესტა (4 Vesta) — ასტეროიდთა სარტყელის ერთ-ერთი უმსხვილესი ასტეროიდი. მასით მეორე და ზომით მესამე ასტეროიდი პალადისა და ცერერას შემდეგ. ეს ასევე ყველაზე კაშკაშა ასტეროიდია და ერთადერთი, რომელზე დაკვირვება შეუიარაღებელი თვალით შეიძლება. აღმოაჩინა 1807 წლის 29 მარტს ჰენრიხ ვილჰელმ ოლბერსმა და კარლ გაუსის წინადადებით ფუძისა და სახლის ძველრომაული ქალღმერთის ვესტას სახელი დაერქვა.
კატეგორია: სურათები | ნანახია: 803 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


433 ეროსი — დედამიწის მახლობლად მდებარე აღმოჩენილი პირველი ასტეროიდი. აღმოაჩინა 1898 წელს გერმანელმა ასტრონომმა კარლ ვიტმა და ბერძნული მითოლოგიით სიყვარულის ღმერთის სახელი ქვია. ამ S-ტიპის ასტეროიდის ზომაა 13x13x33 კმ და სიდიდით მეორე დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდია 1036 განიმედეს შემდეგ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს პირველი ასტეროიდი იყო, რომელიც მარსის ორბიტას მიუახლოვდა. ასევე მიიჩნევენ, რომ ეს ასტეროიდი აღემატება სიდიდით იმ ასტეროიდს, რომელმაც ჩიკხულუბის კრატერი წარმოქმნა იუკატანში, და რომელსაც დინოზავრების ამოწყდომას მიაწერენ.
კატეგორია: სურათები | ნანახია: 970 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


ვენერა (ძველი ქართული სახელწოდება მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.

ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტას ალტერნატიული სახელი.

ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 843 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


ივრცეში მზე ყველა მიმართულებით რადიალურად გამოასხივებს დიდ ენერგიას:4×10³³ ერგს წამში. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირის ყოველი კვადრატული მეტრი 84 000 ცხენის ძალას გამოყოფს. ოღონდ დედამიწაზე მოდის გამოყოფილი ენერგიის მხოლოდ 1:2 000 000 000 ნაწილი. მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა საშუალოდ 6000 გრადუსია ხოლო შინაგანი 10 მილიონი გრადუსია(ეს მხოლოდ მოსაზრებაა).

, მზის დაბნელება
მზის გვირგვინი [რედაქტირება]

ქრომოსფეროს ზემოდან აკრავს მზის ატმოსფეროს გარე ნაწილი, ე.წ მზის კორონა (გვირგვინი). იგი მეტად გაიშვიათებული გარემოა გა ვრცელდება რამდენიმე მლნ კმ-ის სიმაღლეზე. მას არ ააქვს მკვეთრი ზედა საზღვარი. სუსტი ნათების გამო, არც კორონა მოჩანს ჩვეულებრივ პირობებში ცის კაშკაშა ფონზე. ამიტომ აქამდე მას მხოლოდ მზის სრულ დაბნელებათა დროს შეისწავლიდნენ. მაგრამ ამჟამად კორონის შესასწავლად ტელესკოპებს იყენებენ.კორონა არ არის მკვეთრად გამოყოფილი და სიმეტრი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 952 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.

XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.
დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით [რე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 6853 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (3)


დინოზავრები (Dinosauria), მეზოზოური ნამარხი ქვეწარმავლების ზერიგი არქოზავრების ქვეკლასისა. იყოფა 2 რიგად: ხვლიკმენჯა დინოზავრებად და ფრინველმენჯა დინოზავრებად. უძველესი დინოზავრები ცნობილია შუა ტრიასული პერიოდიდან. უკანასკნელი წარმომადგენლები კი — ცარცული პერიოდის დამლევიდან. დინოზავრების წინაპრები იყვნენ პრიმიტიული ტრიასული არქოზავრები — თეკოდონტები. თავდაპირველად დინოზავრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მტაცებლები იყვნენ, მაგრამ ტრიასული პერიოდის დამლევს მათ გამოეყო პროზავროპოდები, რომლებიც როგორც ჩანს, ყველაფრის მჭამელნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ გიგანტური მცენარიჭამია ზავროპიდები, რომლებიც საცხოვრებლად გადავიდნენ დიდ კონტინენტურ წყალსატევებში ან ზღვის სანაპირო ზონაში. ტრიასულ პერიოდში გაჩნდნენ ჰეტეროდონტოზავრები, რომლებმაც შესაძლოა დასაბამი მისცეს ფრინველმენჯა დინოზავრებს. ზოგიერთ დინოზავრებს განუვითარდა სხვადასხვა წარმონაქმნი: ქაცები, ძვლოვანი ჯავშანი, რქები. დი ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სურათები | ნანახია: 1155 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:
ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1539 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


კახეთი, მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სურათები | ნანახია: 886 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი.

თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. ((X)) საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII ს-ის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 896 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 »

Create a free website with uCoz Живые обои