მოგესალმები სტუმარი
Мой сайт
მთავარი » სურათები

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა [რედაქტირება]

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1195 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა [რედაქტირება]

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი", რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1026 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


დაიბადა ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1938). პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.

1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში იგი გარდაიცვალა. იგი ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მხოლოდ 1968 გადმოასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კატეგორია: სურათები | ნანახია: 808 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

[img]http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4c/David_the_Builder's_grave.jpg/250px-David_the_Builder's_grave.jpg[/img]

დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
მეფობა [რედაქტირება]

დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა, და ხარატასთვის დაუწერელი 10–იანი . გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
რეფორმები [რედაქტირება]

სახელისუფლო:

დავით IV ებრძოდა სახელმწ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 1060 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,

მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი

ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,

თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან

ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,

გულწრფელობითა და სიმართლითა,

მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!

შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;

თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში

ამაოდ ჩვენთვის არ ხმაურობდა.

კატეგორია: სურათები | ნანახია: 791 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,

და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.

ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ

არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,

გვიან შევიტყე ეს ცდომილება;

ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ

არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,

სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;

აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე

არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

კატეგორია: სურათები | ნანახია: 867 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


ოჰან გეორგ ლეოპლდ მოცარტი (გერმ. Leopold Mozart; დ. 14 ნოემბერი 1719, აუგსბურგი — გ. 28 მაისი, 1787) ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი, ავტორი ვიოლინოზე სწავლის წიგნის „Versuch einer gründlichen Violinschule“. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა და მასწავლებელი. დიდი გავლენა იქონია მის მუსიკალურ განვითარებაზე.
ბიოგრაფია [რედაქტირება]

ლეოპოლდ მოცარტი დაიბადა წიგნების მკინძავის ოჯახში. იყო იოჰან გეორგ მოცარტის (1679-1736), და მისი მეორე ცოლის - ანა მარია სულზერის (1696-1766) ოჯახში. სწავლობდა თეოლოგიას ზალცბურგის ინსტიტუტში, თუმცა ყოველთვის იტაცებდა მუსიკა და 1740 წელს გახდა პროფესიონალი მევიოლინე.
ოჯახი [რედაქტირება]

ანა მარია პერტლ მოცარტი, ლეოპოლდის ცოლი

1747 წელს დაქორწინდა ანა მარია პერტლზე. მათ ეყოლათ 7 ბავშვი რომლიდანაც მხოლოდ 2 დარჩა ცოცხალი: მარია ანა ვალბურგა იგნატია მოცარტი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ორივ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 2495 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (2)


შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 989 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


საქართველოს რუქა თამარის მეფობის პერიოდში
თამარი მეფე გიორგი III-ისა და მისი მეუღლის ბურდუხანის უფროსი ქალიშვილი იყო. ბურდუხანი თავის მხრივ ოვსთა მეფე ხუდანის ქალიშვილი გახლდათ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა მისი გარდაცვალების შემდეგ უთანხმოებების წარმოქმნისგან თავის ასარიდებლად. 1184-იდან, გიორგი III - მ თავისი ძმის შვილი დემნა (დიმიტრი ) უფლისწული სასტიკად აწამა . დემნა უფლისწულმა მოითხოვა კუთვნილი ტახტი , საქართველოს წესდების თანახმად ტახტი ვაჟს ეკუთვნოდა შესაბამისად დემნა უფლისწული კანონიერ ტახტს ითხოვდა , მაგრამ გიორგი III - მ გადაწყვიტა რომ თამარი ბევრად კარგად გაუძღვებოდა საქართველოს და დემნა უფლისწული დილეგში ჩააგდო , რამდენიმე ხანი საკვები არ მიაწოდა და დემნა უფლისწულიც გარდაიცვალა ამიტომაც ტახტზე 18 წლის თამარი ავიდა რომლებსაც უამრავი მტერი ჰყავდათ იმის გამო რომ ეგონათ , საქმეს ვერ გაუძღვება ქალიო.

თამარის გამეფებისთანავე ფეოდალურმა ა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 4070 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (0)


შავი ზღვა (ბულგ. Черно море; ბერძ. Μαύρη Θάλασσα; რუმინ. Marea Neagră; რუს. Чёрное мо́ре; უკრ. Чорне море; თურქ. Karadeniz) (ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო როგორც Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus, "ევქსინეს ზღვა" - შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან პონტოს ექსინოს (სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ, ზოგან როგორც ”პონტოს ზღვა”, ზოგან კი ”სპერის ზღვა”, ასურელები კი ”ზემო ზღვის” სახელწოდებით მოიხსენიებდნენ) ხმელეთს შორის მოქცეული ზღვაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მცირე აზიას შორის. ხმელთაშუა ზღვას უერთდება ბოსფორის სრუტითა და მარმარისის ზღვით, აზოვის ზღვას კი ქერჩის სრუტით.

ბოსფორის სრუტით შემოდენილი ზღვის წყლის რაოდენობა წელიწადში 200 კმ³ აღწევს. ზღვაში მიმდებარე რეგიონებიდან ჩამოდენილი მტკნარი წლის რაოდენობა წელიწადში 320 კმ³, რომლის უმეტესი წილი ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: სურათები | ნანახია: 6115 | დაამატა: ikaikako | თარიღი: 2009-11-02 | კომენტარი (5)

« 1 2 3 4 5 »

Create a free website with uCoz Живые обои